Tuesday, July 18, 2017

დღე 9

დღეს შევაჯამეთ მთლიანად ნასწავლი მასალა რაც კურსის სწავლებისას გავიარეთ.ვისწავლე   საპროექტო თემის შერჩევა,გეგმის შედგენა.შეფასების ფორმები,21-საუკუნის უნარ-ჩვევები,გავაკეთეთ პორტფოლიო,ფაილები.გავეცანით პროექტებს,მივიღეთ უკუკავშირები.ძალიან საინტერესო იყო სახელმძღვანელო და მთლიანად მოდული.ვიმედოვნებ შემდეგი მოდულებიც საინტერესო იქნება.

Monday, July 17, 2017

დღე 8

გავიგე ,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში.გავაკეთე პორტფოლიო ფაილები,ჩანართები,განვათავსეთ ბლოგზე და შევქმენი ბლოგის ვიზუალური მხარე.

დღე 7

გავეცანი და ვიმუშავეთ პროექტის აგეგმვაზე.თვალნათლივ დავინახე და გასაგები გახდა, რომ მოსწავლეთა წარმატებებისათვის უნდა გავითვალისწინოთ მათი ცოდნა,ინტელექტი
შესაძლებლობა,რათაწარმატებას მიაღწიონ.

Sunday, July 16, 2017

მე–6 დღე

გავეცანით მე–5 მოდულს . განვიხილეთ და ვნახეტ მოსწავლეთა რამოდენიმე ნაშრომი, ჯგუფის წევრებისაგან მივიღეთ უკუკავშირი მოსწავლეთა პროექტის შეფასებაზე.  ვისწავლეთ როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების ფორმების შექმნაში.

Wednesday, July 12, 2017

დღე 5

შევისწავლეთ უკუკავშირის ეფექტური და დროული ფორმა.3:2:1.მნიშვნელოვანი იყო საავტორო უფლებების დაცვის,თანამშრომლობითი უნარების განვითარების,სასწავლო პროექტების ნიმუშების შექმნა.ცალიან დროული იყო ამ მასალის სწავლა ჩემთვის.

Wednesday, July 5, 2017

მე–4 დღე

დღე 4
დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო ჩემთვის.გავეცანი დროში გაწერილი პროექტის შეფასების სქემას,შეფასების 5 მიზანს,შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს,მათ შორის არსებულ აუცილებელ კავშირებს.

Thursday, June 29, 2017

დღე 3

გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს.პროექტის შინაარსში ჩავწერეთ პროექტის სტანდარტები,სწავლის შედეგები.საკმაოდ საინტერესო და რთული იყო.ძალიან მომეწონა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გაცნობა,რაც გამომადგება ყველა გაკვეთილებზე.ვიმედოვნებ ,დანარჩენი ტრენინგებიც ასე საინტერესო იქნება თუმცა რთულიც იყო.